ნაციონალური მოძრაობის წევრის, ანა წითლიძის ინფორმაციით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის დავალებით, გარკვეულ უბნებზე, სადაც ოპოზიცია ლიდერობს, კომისიის წევრები ოქმებზე ხელს არ აწერენ.
ანა წითლიძის თქმით, მირანდა მესხთან პირველი კომუნიკაცია 63-ე უბანზე შედგა, სადაც მან აღიარა, რომ კომისიის წევრები ოქმებს ხელს არ აწერდნენ და თქვა, რომ 10 წუთში პრობლემას მოაგვარებდა. თუმცა ამ დრომდე ნაციონალური მოძრაობის კომისიის წევრებს ოქმების წამოღების შესაძლებლიბა არ აქვთ.
ანა წითლიძე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში იმყოფებოდა, თუმცა მირანდა მესხმა კამერებთან წითლიძის ინფორმაცია უარყო.
"მას შემდეგ, რაც დაითვალეს უბნებზე ხმები და ნახეს, რომ ოპოზიცია დამაჯერებლად იგებს და ეს იყო 88-ე უბანზე, 63-ე უბანზე, 66-ე უბანზე, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მირანდა მესხმა გასცა ბრძანება, რომ ამ მოგებული უბნის ოქმებს არ მოაწერონ ხელი. საათზე მეტია, ჩვენი კომისიის წევრებს არ აქვთ შესაძლებლობა წამოიღონ ოქმები. ჩემი პირველი კომუნიკაცია ქალბატონ მირანდასთან 63-ე უბანზე შედგა, მან მითხრა, რომ მოაგვარებდა ამ საკითხს 10 წუთში და არ უარუყვია, რომ ეს ბრძანება იყო გაცემული, მაგრამ ახლა უარყოფს",-თქვა ანა წითლიძემ