ყარაჯალაში ათეულობით ბიულეტენი გააბათილეს​ - ენმ-ს დამკვირვებელი ხმების დასათვლელად არ შეუშვეს

გამოქვეყნდა:

ათეულობით ბიულეტენი ცნეს ბათილად თელავში, სოფელ ყარაჯალაში, სადაც ხმების დათვლა გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ძირითადად გაბათილდა იმ ამომრჩეველთა ხმები, რომლებსაც რეგისტრატორებმა ხარვეზიანი ბიულეტენები მისცეს. მათი თქმით, ერთ-ერთ უბანზე  "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელი არჩევნების დასრულების შემდეგ ხმების დასათვლელად შენობაში არ შეუშვეს.

გუშინ მთელი დღის განმავლობაში კი ქართული ოცნების მხარდამჭერების დიდი მობილიზება იყო კახეთში თითქმის ყველა უბანთან. უბნებთან ახლოს იმყოფებოდნენ "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატებიც, რომლებიც აგიტაციას ეწეოდნენ.

პირველადი მონაცემებით, თელავში ენმ-ის მერობის კანდიდატს, გიორგი ბოტკოველს 44, 96% აქვს, ხოლო "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს, ლევან ანდრიაშვილს 47, 18% აქვს მიღებული.  

ავტორი : ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი