როგორც პრეზიდენტი სულ ვაბრუნებ მოქალაქეებს უკრაინაში, ეს მიხეილ სააკაშვილსაც ეხება - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

როგორც პრეზიდენტი ვაბრუნებ მოქალაქეებს უკრაინაში, ეს მიხეილ სააკაშვილსაც ეხება - უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება​:

"მე, როგორც უკრაინის პრეზიდენტი სისტემატურად დაკავებული ვარ, ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებით. სხვადასხვა ხერხებით, რომლებიც გამაჩნია, რომლებსაც ჩემი ძალაუფლება მაძლევს. მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, ამიტომ ეს მასაც ეხება და ყველა ინსტიტუცია, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი საელჩო, რომელიც მუშაობს საქართველოში, ასევე საქართველოს ელჩი, რომელიც უკრაინაში მუშაობს, აგრეთვე მინისტრთა კაბინეტების და პრემიერების დონეზე - ჩვენ ყველა ამით დავკავდებით", - აცხადებს ზელენსკი. 

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი