მოლოდინი მაქვს, რომ ქუთაისი ჩემთვის მისაღებ გადაწყვეტილებას მიიღებს - "ოცნების" მერობის კანდიდატი მეორე ტურზე  

გამოქვეყნდა:

ქუთაისში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს, იოსებ ხახალეიშვილს ​"მოლოდინი აქვს", რომ არჩევნების მეორე ტურში ქუთაისის მოსახლეობა "მისთვის მისაღებ გადაწყვეტილებას მიიღებს".

"ის მიზანი, რაც ჩვენ გვქონდა ქუთაისში, რომ საკრებულოში გვქონდა უმრავლესობა, მიღწეულია, გვექნება მეორე ტური და ეს გამოწვევაა და ამ გამოწვევას ვღებულობ. მოლოდინი მაქვს, რომ ქუთაისი მიიღებს ზუსტად იმ გადაწყვეტილებას, რაც ჩემთვის იქნება მისაღები და რაც ქუთაისელებისთვის იქნება მისაღები", - თქვა იოსებ ხახალეიშვილმა.

ცნობისთვის, ცესკო-ს ამ დროისთვის ქუთაისში ამომრჩეველთა ხმების 80.65% აქვს დათვლილი. წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციის საერთო კანდიდატმა ხატია დეკანოიძე ხმათა 43.3% მიიღო, მმართველი პარტიის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა - 41.56%. ვინაიდან, 50%-იანი ბარიერი მერობის ვერცერთმა კანდიდატმა გადალახა, ქუთაისის მერის ასარჩევად მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო.

იხილეთ ასევე:

20 ქალაქი, სადაც მერს მეორე ტურში აირჩევენ - ნახეთ სია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი