საქსტატის ცნობით, სექტემბერში პროდუქტების ნაწილის ფასი გაორმაგდა | ჩამონათვალი

გამოქვეყნდა:

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.3% შეადგინა - ინფორმაციას 
საქსტატი ავრცელებს.

საქსტატის თანახმად, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელი, ტრანსპორტი, წყალი, ელექტროენერგია და აირი, ჯანმრთელობის დაცვა.

სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში,  2021 წლის სექტემბერში ფასები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემდეგ პროდუქტებს მოემატა:

  • ზეთი და ცხიმი - ფასები გაიზარდა 40.7 %-ით
  • ბოსტნეული და ბაღჩეული  - ფასები გაიზარდა 38.2 %-ით
  • რძე, ყველი და კვერცხი - ფასები გაიზარდა 17.1 % -ით
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - ფასები გაიზარდა -16.6 % -ით
  • პური და პურპროდუქტები - ფასები გაიზარდა 13.2 %-ით
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - ფასები გაიზარდა 12.6 %-ით
  • თევზეული - ფასები გაიზარდა 11.5 %-ით
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები - ფასები გაიზარდა 10.4-%-ით
  • ყავა, ჩაი და კაკაო - ფასები გაიზარდა 7.1 %-ით

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი