ლარი დოლართან ისევ გაუფასურდა

გამოქვეყნდა:

ეროვნული ბანკის განახლებული მონაცემებით, ლარი დოლართან ისევ გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა. 

დღვანდელი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 3,1433 ლარს შეადგენს, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 0,22 თეთრით გაუფასურებას ნიშნავს.

ხოლო რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან მიმართებით ლარი 0,34 თეთრით გამყარდა, ერთი ევრო 3,6453 ლარს გაუტოლდა.

სებ-ის მიერ დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ხვალ, 6 ოქტომბერს შევა ძალაში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი