"საინტერესო" ოქმები, სადაც ბალანსი არ ჯდება - "დროა" 200-ზე მეტი უბნის გადათვლას ითხოვს

გამოქვეყნდა:

დედაქალაქის საკრებულოში შესაძლოა ოპოზიციის მანდატების რაოდენობა გაიზარდოს. პოლიტიკური მოძრაობა "დროა" 200-ზე მეტი უბნის ხელახლა გადათვლას ითხოვს. ამ უბნების შემაჯამებელი ოქმებით იკვეთება, რომ ხმები არასწორადაა დათვლილი. უმეტესობა მათგანში ბალანსი არ ჯდება.

მაგალითად, ერთ-ერთი ოქმის მიხედვით, უბანზე რეგისტრირებულია 1719 ადამიანი, მაგრამ არჩევნებზე მივიდა 1752 ანუ, 33-ით მეტი, ყუთში კი მხოლოდ 654 ბიულეტენი აღმოჩნდა. 

"დღეს შევიტანეთ საჩივრები ორასი უბნის გადათვლაზე, რადგან ოქმებში აღმოვაჩინეთ ძალიან ცალსახა დარღვევები. თუ გადაითვლება რეალურად გამოჩნდება, რომ თბილისის საკრებულო ოპოზიციის არის. მხოლოდ დროამ რომ გადალახოს, უბანზე ორი ხმა გვაკლია, ასევე სულ რამდენიმე ასეული ხმა და მეორე მანდატსაც აიღებს ოპოზიცია, ასევე ვაკეში მეორე ტურს ათასამდე ხმა აკლია. მოკლედ დროამაც გადალახა და საკრებულოც ოპზოიციის არის.

აქ თვალსაჩინოებისთვის ოქმები სადაც ჩანს:

  • მეტობა, ანუ ჩაყრა
  • ხელით ჩასწორებული ოქმები
  • დისბალანსები
  • დარეგიატრირებულ ამომრჩევწლზე მეტი მისული.

საჩივრებიც შევიტანეთ და ჩვენ პარტნიორებსაც დავუკვშირდით. თითო ხმისთვის ვიბრძვით",-ელენე ხოშტარია Facebookze

ოპოზიციონერმა ლიდერმა ის შემაჯამებელი ოქმებიც გამოაქვეყნა, რომელშიც ბალანსი არ დაჯდა და ამავდროულად არც შესწორების ოქმი არსებობს. 

მინდა, თქვენც გაგაცნოთ ყველაზე "საინტერესო" ოქმები
 მოცემული ოქმის მიხედვით, უბანზე რეგისტრირებულია 1719 ადამიანი, მაგრამ არჩევნებზე მივიდა 1752 (33-ით მეტი), თუმცა ყუთში მხოლოდ 654 ბიულეტენი აღმოჩნდა. 
პ.ს. შესწორების ოქმიც არ არსებობს.


"საინტერესო" ოქმი N2
 მეტობებიან ოქმებში ეს საუკეთესო იყო. 
უბანზე სულ მივიდა 840 ამომრჩეველი, მაგრამ საარჩევნო ყუთში 891 ბიულეტენი აღმოჩნდა.  


საოცარი'' ოქმები, ამჯერად ბათუმიდან 
 მოცემულ 3 უბანზე იმაზე მეტი ბიულეტენი ამოვიდა, ვიდრე არჩევნებში მონაწილე ადამინაების რაოდენობაა.
 69-ე უბანზე მეტობა: +4 ხმა 
 მე-6 და 38-ე უბნებზე მეტობა: თითო- თითო ხმა
 რა თქმა უნდა, შესწორების ოქმები არცერთ მათგანს არ ახლავს.

ამჯერად ,,საინტერესოდ'' ჩასწორებული ოქმების დროა!

 ვაკის მე-10, 73-ე, ნაძალადევის მე-40 ოქმებში რიცხვები ხელითაა ჩასწორებული და კარგად არც იკითხება. ამავდროულად, ამ ჩასწორებების მიუხედავად, მაინც ვერ არის ბალანსები დასმული. 
 ჩასწორებულია ვაკის 46-ე ოქმი, რომელსაც მოჰყვება შესწორების ოქმიც. თუმცა, ეს შესწორების ოქმიც გამოუსადეგარია, რადგან არ აწერია თარიღი.

 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი