"სანამ ოპოზიცია და მათი სატელიტი მედიები უსაფუძვლოდ, თითის გაშვერით იყვნენ დაკავებული, შევძელით და 1000-ზე მეტი ქუჩა მოვაწესრიგეთ, მათ შორის ისეთი, სადაც წინა ხელისუფლებას არათუ რამე გაუკეთებია, არც კი შეუვლია... დიახ, 4 წელიწადში ყველა პრობლემას ვერ გავწვდით, მაგრამ თავადაც ხედავთ, რომ ქალაქში მასშტაბური რეაბილიტაციის პროცესი 1 წუთითაც არ გაჩერებულა. არ გადაგვიდია მოსახლეობის ინტერესები გვერდით და მე ვგრძნობ ამ ხალხის მადლიერებას, რაც ყველაზე მეტად დასაფასებელია ჩემთვის.
ამბობს კალაძე თბილისის მთავრობის სხდომაზე