თბილისი მერმა და "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, განხორციელებული პროექტები ჩამოთვალა და თბილისელებს მიმართა. კალაძის თქმით, ის თავისი მოვალეობის შესრულებისთვის მოქალაქეებს მადლობის გადახდას არ მოსთხოვს. 

"კიდევ რამდენი რამ გვეთქმის, რაც ნებისმიერი ქალაქის მერმა უნდა გააკეთოს, თუ ის გულწრფელად იღებს ვალდებულებას ქალაქის მართვაზე. ჩემო მეგობრებო, ამისთვის მე არ ვითხოვ მადლობას, ან ჩემი თანაგუნდელები. ეს ჩემი და ჩემი გუნდის მოვალეობა იყო, მაგრამ მინდა, მჯეროდეს, რომ გაკეთებულსა და გაუკეთებელს შორის, დანგრეულსა და აღდგენილს შორის, განვითარებაზე ორიენტირებასა და რევანშზე ორიენტირებას შორის, მომავლის პერსპქტივასა და წარსულში დაბრუნებას შორის არცერთი მოქალაქე არ დასვამს ტოლობის ნიშანს...

იმ დაგეგმილი და ბოლომდე მისაყვანი საქმეების გამო, რომლითაც ბევრი თქვენგანის გული გავახარეთ,თითოეული მოქალაქის გამო, ვისაც კახა კალაძე ეიმედება, ვისაც ჩემი გუნდი ეიმედება, მზად, ვარ კიდევ ერთხელ ავიღო პასუხისმგებლობა თბილისის წინაშე",- თქვა კახა კალაძემ. 

ამავე თემაზე:

"სამწუხაროდ პირველ ტურში ვერ შევძელით გამარჯვება, მაგრამ ტრაგედია არაა" - კალაძე
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი