აპრილში ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა

გამოქვეყნდა:

ქვეყენა ეკონომკური კატასტროფის წინაშე დგას - 2020 წლის აპრილში ეკონომიკა 16.6 პროცენტით შემცირდა. ამის შესახებ ინფრომაციას სტატისტიკის ეროვნულმა სამსახური ავრცელებს. 

მათი მონაცემებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 16.6 პროცენტი შეადგინა, 2020 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი კი -3.6 პროცენტია.

საქსტატის ცნობით, 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში. ზრდა მხოლოდ სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში დაფიქსირდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი