"ეძინა...მანქანაზე სინკარი იყო დაცემული, ბავშვი შიგნით იყო" - ბათუმში, ნანგრევებში მოყოლილი ბავშვის დედა

გამოქვეყნდა:

ბათუმში, ნანგრევებში მოყოლილი ორ წლამდე ბავშვი იაშვილის კლინიკიდან ცოტა ხნის წინ გაწერეს. კლინიკის დირექტორის, თამარ ბახტაძის თქმით, მისი მდგომარეობა შეყვანისას სტაბილური იყო, ჰქონდა მრავლობითი ზედაპირული დაზიანება, ასევე წვივის ძვლის მოტეხილობა.

რაც შეეხება ბავშვის მშობლებს, ისინი ამბობენ, რომ ნგრევისას მანქანაში მამა და წლისა და 4 თვის ბავშვი იმყოფებოდა, დედა ჩვილთან ერთად კი მანქანიდან გადასული იყო.

"მეორე ბავშვი გვყავდა ექიმთან ვიზიტზე, პატარა ბავშვს ეძინა, მანქანაში გვყავდა დატოვებული, მეუღლეც იქ იჯდა. ხმა რომ გავიგეთ და გარეთ გამოვედით, ყველაფერი ბურუსში იყო, ვერაფერი დავინახეთ. მეუღლე გადმოსული იყო, მანქანაზე სინკარი იყო დაცემული, ბავშვი შიგნით იყო", - ყვება ბავშვის დედა, თამთა გოგრაჭაძე. 

ცნობისთვის, კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს დილით ჩამოინგრა. ადგილზე სამაშველო სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული. გვერდით მდებარე შენობებიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს.

ამავე თემაზე: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი