ბათუმში ხუთსართულიანი შენობის ნანგრევებიდან მაშველებმა ცოცხალი ქალი ამოიყვანეს. ის ჟანგბადის აპარატზეა მიერთებული.
35 წლამდე ქალი, რომელიც მაშველებმა გამოიყვანეს, ნანგრევებში 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. ის კონტაქტზე იყო მაშველებთან. სამაშველო სამსახურს დაშავებულებისთვის წყალი და სასუნთქი აპარატი ჰქონდა მომზადებული.
ადგილზე იმყოფებიან ნანგრევებში მყოფი პირების ნათესავებიც.
არსებული ინფორმაციით, ადგილზე 300-მდე მაშველი მუშაობს და მობილიზებულია სასწრაფო-სამდიცინო დახმარების ეკიპაჟები.
მანამდე კი მაშველებმა ნანგრევებში ცოცხალი ქალი და ბავშვები იპოვეს. უფრო ადრე კი ნანგრევებიდან ამოიყვანეს ერთი პირი, რომელიც ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი.
იხილეთ ასევე:
"იქ 10-15 ადამიანია მოყოლილი, დაახლოებით 300 მაშველი მუშაობს" - ღარიბაშვილი ჩამონგრეულ კორპუსზე
ფოტო: რადიო თავისუფლების Facebook-ლაივიდან.