ოპოზიცია ეკონომიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს

გამოქვეყნდა:

ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისზე ოპოზიცია პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ივანიშვილის გუნდი მთავარ გამოწვევებს მოუმზადებელი შეხვდა. "ქართული ოცნება" კი ისევ თავს იმშვიდებს და პარალელებს სხვა ქვეყნებთან ავლებს. სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ საგანგაშო მონაცემებზე საუბრობენ ექსპერტებიც. 

''ჩვენ ამ ვარდნის შედეგებს, სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტად ვიგრძნობთ შემდეგ თვეებში, ეს აუცილებლად გამოწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას, ზოგადად ეკონომიკური აქტივობის შემცირებას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად გადავდგათ ნაბიჯი, რომელიც გამოწვევს ზრდას და არა ვარდნას''- ამბობს "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე. 

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ეკონიმიკის შემცირების ტენდეცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება, რადგან მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკა კორონა კრიზისამდე და მას შემდეგ არაადეკვატურია და ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლებიც ახლა ქვეყნის წინაშე დგას. 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დამოკიდებულია ტურიზმზე და ტურიზმი მინიმუმ ერთი წლით გაჩერებულია და კრიზისიდან გამოსვლა საქართველოსთვის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით იქნება უკიდურესად რთულ, მმართველ პარტიაში თავს იმშვიდებენ, რომ კორონა კრიზისი არის გლობალური მოვლენა და მსგავსი ტიპის პრობლემები აქვს ყველა სხვა ქვეყნის ეკონომიკასაც.

შეგახსენებთ, რომ ქვეყენა ეკონომკური კატასტროფის წინაშე დგას - 2020 წლის აპრილში ეკონომიკა 16.6 პროცენტით შემცირდა. ამის შესახებ ინფრომაციას სტატისტიკის ეროვნულმა სამსახური ავრცელებს. 

მათი მონაცემებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 16.6 პროცენტი შეადგინა, 2020 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი კი -3.6 პროცენტია.

საქსტატის ცნობით, 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში. ზრდა მხოლოდ სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში დაფიქსირდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი