35 წლის ქალს, რომელიც მაშველებმა ნანგრევებიდან რამდენიმე საათის წინ ამოიყვანეს, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გული 5-ჯერ გაუჩერდა. კლინიკაში ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა უმძიმესია და ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
რამდენიმე წუთის წინ, მისი მცირეწლოვანი შვილი ნანგრევებიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ამ დრომდე ნანგრევებში რჩება მისი მეორე მცირეწლოვანი შვილი.
იხილეთ ასევე: