2 გარდაცვლილი, რომლებიც ცოტა ხნის წინ ნანგრევებიდან ამოიყვანეს, დედა-შვილი არიან

გამოქვეყნდა:

2 გარდაცვლილი, რომლებიც ცოტა ხნის წინ ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან ამოიყვანეს, დედა-შვილი არიან. 

ადგილზე ამ დროისთვის მაშველები კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ.

26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი გუშინ, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად ნანგრევებში მოყვა 10-ზე მეტი ადამიანი. მაშველებმა მომხდარიდან მალევე ამოიყვანეს ნანგრევებში მოყოლილი მცირეწლოვანი, რომელიც კორპუსთან მდგარ ავტომობილში იმყოფებოდა.

უშუალოდ შენობაში მყოფი ადამიანებიდან ​მეხანძრე-მაშველებმა ორი მოქალაქის ცოცხლად ამოყვანა შეძლეს და ისინი საავადმყოფოში გადაიყავნეს, თუმცა ერთ-ერთი მათგანი, 35 წლის ქალი დღეს დილით კლინიკაში გარდაიცვალა. 

ამ დროისთვის, ნანგრევებში ჯამში 7 ცხედარია ნაპოვნი, საიდანაც 3 ბავშვია. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება.

იხილეთ ასევე:

  •  
მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი