ბათუმში ხუთსართულიანი შენობის ნანგრევებიდან მაშველებმა ცოცხალი კაცი ამოიყვანეს. ის ჟანგბადის აპარატზეა მიერთებული. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადას კლინიკაში გადაჰყავს.
მამაკაცი სპეციალური საკაცით გადმოიყვანეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანამდე და სულ რამდენიმე წუთის წინ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კაცმა დაახლოებით 11 საათი გაატარა ნანგრევების ქვეშ. ის შენობის წინა მხარეს ჩამონგრეული ნაწილებიდან ამოიყვანეს. ის ბეტონის ფილებში იყო მოყოლილი. კონკრეტულად ამ ადგილზე 30-ზე მეტი მაშველი მუშაობდა და ადგილზე აქტიურად მიმდინარეობდა სამუშაოები.
ნანგრევებში ამ დრომდე რჩება 1 და 9 წლის ბავშვი, რომელთა დედაც, 35 წლის ქალი, უკვე ამოიყვანეს მაშველებმა ნანგრევებიდან. კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე | მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ქალი ამოიყვანეს.
მანამდე კი მაშველებმა ნანგრევებში ცოცხალი ქალი და ბავშვები იპოვეს. უფრო ადრე კი ნანგრევებიდან ამოიყვანეს ერთი პირი, რომელიც ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი.
იხილეთ ასევე:
"იქ 10-15 ადამიანია მოყოლილი, დაახლოებით 300 მაშველი მუშაობს" - ღარიბაშვილი ჩამონგრეულ კორპუსზე
ფოტო: რადიო თავისუფლების Facebook-ლაივიდან.