ბათუმის ტრაგედიასთან დაკავშირებით, საქართველო-საბერძნეთის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება 

გამოქვეყნდა:

ბათუმის ტრაგედიასთან დაკავშირებით, დღევანდელი საფეხბურთო მატჩი საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის, მაყურებლის გარეშე ჩატარდება:

"ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დღეს ბათუმში დაგეგმილი საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

საკოორდინაციო საბჭოს 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება, მატჩზე  მაყურებლის 33%-ის დაშვების შესახებ, ძალადაკარგულად გამოცხადდა.

მაყურებელს ბილეთებში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება. მატჩზე დასწრებას შეძლებს მხოლოდ საბერძნეთის დელეგაცია, რომელიც უკვე ბათუმში იმყოფება და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები“, – აღნიშნულია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი