"დაინგრევა, ამოწყდებიან ბავშვები და მერე დადგებიან შარვალ-კოსტუმში, თქვენი კოშკებიც დაინგრევა" - ხალხი ტრაგედიის ადგილიდან

გამოქვეყნდა:

დაინგრევა, ამოწყდება ბავშვები და მერე არიან მაგრები, მოვლენ და დადგებიან-შარვალ კოსტუმში.  ნუთუ ქალაქის ცენტრში ასეთი ნგრევა რომ ხდებოდა არავინ არ იცოდა?! - ასე მიმართა ბათუმელმა მოქალაქემ ხელისუფლების წარმომადგენლებს, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული შენობის ნანგრევებთან. 

ის ამბობს, რომ "ყველას ნებართვა აქვს" ქალაქში და რასაც უნდა იმას აკეთებს. 

"დამელაპარაკოს, მივწერე წერილი და პასუხი გამცეს. დაინგრევა, ამოწყდება ბავშვები და მერე არიან მაგრები, მოვლენ და დადგებიან-შარვალ კოსტუმში. თქვენი კოშკებიც დაინგრევა, თუ არადა ნახავთ, ამდენი ცოდვებით. მთელი დღე არჩევნების პერიოდში რომ დადიოდნენ ხმა მომეცით, ხმა მომეცით, ხმა მომეცით, ნუთუ ქალაქის ცენტრში ეს ასეთი ნგრევა რომ ხდებოდა არავინ არ იცოდა?! ლიფტი რომ მიაშენეს არაფერი არ იცოდა?

ჯინჭარაძის 3 ნომერში ვცხოვრობ, სახლი დამინგრიეს, ჩამომინგრიეს მანველიძემ და მისმა ბანდამ. დედაჩემი 80 წლის ქალი გაათრიეს. იბზარება და რომ მოვყვეთ ყველა მერე რას შვებით? ჩამოვა გომელაური და თქვენ გვერდში ვარ იტყვის? ყველას ნებართვა აქვს, ყველა რაც უნდა იმას აკეთებენ. აქ ყველაფერი ნორმალურადაა? სადაა გომელაური უნდა ვკითხო",- ამბობს ადგილობრივი. 

შეგახსენებთ, რომ  ბათუმში, 26 მაისის, ქუჩაზე სამაშველო ოპერაცია 27 საათზე მეტია მიმდინარეობს. ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებში მაშველები კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ. ცოტა ხნის წინ მაშველებმა კიდევ ორი ადამიანის - დედა-შვილის ცხედრები ამოასვენეს. 

11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გადაწყვეტილება პრემიერ მინისტრმა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მიიღო.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი