ჩვენი ვარაუდით არც ერთი დაკარგული აღარ არის და სამძებრო სამუშაოები შეჩერდება - განაცხადა შს მინისტრმა ბათუმში, ტრაგედიის ადგილას სულ ცოტა ხნის გაკეთებული კომენტარის დროს.
მაშველებმა რამდენიმე წუთის წინ, ნანგრევებიდან მე-9 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.
გომელაურის თქმით, არის საშიშროება, რომ შენობის ნაწილი კიდევ ჩამოიშალოს, რის გამოც სპეციალისტები იმსჯელებენ, როგორ მოხდება დარჩენილი ნაწილის დემონტაჟი, ბეტონის ფილების ჩამოხსნა და დაექვემდებარება თუ არა შენობა სრულად დემონტაჟს და ა.შ.
ჩვენი ვარაუდით დაკარგული უკვე არც ერთი ადამიანი აღარ არის და სამძებრო სამუშაოები შეჩერდება. მშენებლები ვარაუდობენ, რომ კიდევ შეიძლება მოხდეს საფრთხე და შენობის ნაწილი ჩამოიშალოს, ხედავთ, რომ სინკარები, ბეტონები გადმოწეულია და სანამ არ მოხდება მშენებლების შეკრება, იმსჯელებენ, როგორ უნდა მოხდეს ბეტონების ჩამოხსნა, ექვემდებარება თუ არა დემონტაჟს, მშენებლები გადაწყვეტენ - ამბობს შს მინისტრი.
ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, 9 გარდაცვლილებს შორის 3 ბავშვია.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია სამი პირი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.