ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი, რიგით მერვე ცხედარი ამოიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ის ბოლო ადამიანია, რომელიც 26 მაისის ქუჩზე, კორპუსის ჩამოშლის შედეგად ნანგრევებში იყო მოყოლილი.
ჯამში, ტრაგედიას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვის. ერთ-ერთი მათგანი, 35 წლის ქალი მაშველებმა გვიან ღამით ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, თუმცა მიღებული დაზიანებების გამო, ის დილით კლინიკაში გარდაიცვალა.
მძიმეა დაშავებული კაცის მდგომარეობაც, რომლის გამოყვანაც მაშველებმა მოახერხეს. ექიმი ამბობს, რომ პაციენტს მრავლობითი მოტეხილობები აქვს და აღენიშნება ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი.
საცხოვრებელი კორპუსი გუშინ, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კორპუსის ნგრევის სავარაუდო მიზეზი პირველ სართულზე უნებართვოდ წარმოებული სარემონტო სამუშაოები გახდა. სწორედ ამის გამო, უწყებამ ბინის მეპატრონე და ორი მუშა დააკავა.
მომხდარის ტრაგედიის გამო, 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.