საკონსტიტუციოს მოსამართლეობა მიჭირს ვთქვა, რომ პრივილეგიაა, ეს უფრო მეტად ვალდებულებაა - როინიშვილი

გამოქვეყნდა:

"საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობა და უზენაესი სასამართლოს წევრობა, მიჭირს ვთქვა, რომ პრივილეგიაა, ეს უფრო მეტად ვალდებულებაა", - ეს განცხადება საკონსტიტუციოში ახლადდანიშნულმა მოსამართლემ ვასილ როინიშვილმა გააკეთა.

ვასილ როინიშვილი მესამე ინსტანციის პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ხმათა უმრავლესობით აირჩია. როინიშვილმა არჩევის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა და იმ კრიტიკას უპასუხა, რომელიც მისი მისამართით ისმოდა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, როინიშვილი სასამართლო კლანთან დაახლოებული პირია.

როინიშვილი ადასტურებს, რომ მიხეილ ჩინჩალაძესთან მეგობრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ მის მეგობარს საკონსტიტუციო სასამართლოში კანდიდატურის წარდგენა არ ეხებოდა.

მიშა ჩინჩალაძეს მე ვიცნობ, დაახლოებით, მანამ, სანამ მოსამართლე გახდებოდა ის და გავხდებოდი მე. ჯერ ერთი, მიშა ჩინჩალაძის გადასაწყვეტი არ იყო საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის წარდგენა, ახა იმას თუ მეკითხებით, მიშა ჩინჩალაძეს გაუხარდება თუ არა ჩემი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობა, ალბათ, გაუხარდება, როგორც მეგობარს, ის, როგორც მე გამიხარდებოდა მისი ახალი გამოწვევა, - განაცხადა ვასილ როინიშვილმა.

როინიშვილის კანდიდატურა რომ დიდი ალბათობით დასახელდებოდა, ამაზე ინფორმაციას უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე ფლობდა. მისი თქმით, გუშინდელი დღიდან გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა როინიშვილის კანდიდატურის დასახელების შესახებ იცოდნენ.

როინიშვილის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს პლენუმის 21 წევრიდან 18-მა დაუჭირა მხარი, ორი კი წინააღმდეგი იყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი