ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციოს მოსამართლედ დაინიშნა

გამოქვეყნდა:

ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციოს მოსამართლედ დაინიშნა. უზენაესი სასამართლოს პლენუმის 21 წევრიდან 18-მა დაუჭირა მხარი, ორი კი წინააღმდეგი იყო.

პლენუმის სხდომის დაწყებამდე მესამე სექტორის წარმომადგენლები როინიშვილის დანიშვნას კრიტიკულად აფასებდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და იურისტებმა აღნიშნეს, რომ სასამართლო სისტემა ჩაკეტილია და სისტემის გარეთ მყოფ პირს მოსამართლეობის შესაძლებლობას არ აძლევენ. სწორედ ამით ახსნეს ვასილ როინიშვილის კანდიდატურის წარდგენა. მათივე ინფორმაციით, როინიშვილი სასამართლო კლანთან დაახლოებული პირია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი