შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე მშენებლები ვარაუდობენ, რომ საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს:
"მშენებლები ვარაუდობენ, კიდევ არის საფრთხე და შესაძლოა მოხდეს კიდევ რაღაც ნაწილის ჩამოშლა. ე.წ. სინკარები არის გადმოწეული. მოხდება მშენებლების შეკრება, იმსჯელებენ, როგორ უნდა მოხდეს „სინკარების“ ჩამოშლა და დაექვემდებარება თუ არა დემონტაჟს ნაწილი, რაც მიბმული იყო ამ კორპუსზე. ამას მშენებლები გადაწყვეტენ" ამბობს გომელაური
შეგახსენებთ, მე-9 ადამიანის ცხედარი მაშველებმა ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს.
ამავე თემაზე: