ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ზურაბ დათუნაშვილი (87კგ) ტურნირის ფინალშია.
მან ნახევარფინალში დანიის სახელით მოასპარეზე ბისულტანოვი 5:1 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ლაშა გობაძეს სძლია.
დათუნაშვილი ფინალში ოქროს მედლისთვის ბელარუს მასკევიჩს შეხვდება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.