"უზრდელი და თავხედი ხარ...შენობით ნუ მელაპარაკები" - ხმაური ისნის საოლქო კომისიაში

გამოქვეყნდა:

ისნის საოლქო კომისიაში მაჟორიტარების ბათილი ბიულეტენები გადათვალეს. ოპოზიციის თქმით, მათ ამ უბნებზე საჩივარი არ შეუტანიათ, შესაბამისად გაუგებარია, რატომ გადაწყდა შედეგების ხელახალი დათვლა.

"ჩემ კითხვაზე, რის გამო გადაწყდა მხოლოდ მაჟორიტარი ბათილების გადათვლა, გამოიწვია თავმჯდომარის ძალიან დიდი აგრესია და კომისიის წევრებმა მოინდომეს ჩემი გაძევებაც კი სხდომა ისე დამთავრდა, რაც უნდოდა დააკმაყოფილეს, რაც არ უნდოდათ არ დააკმაყოფილეს",- ამბობენ ოპოზიციაში.

"საერთოდ არანაირი აზრი არ ჰქონდა ამ ბიულეტენების გადათვლას. ჩვენ განსაკუთრებით გამოუყენებელი ბიულეტენების გადათვლას ვითხოვდით, მაგრამ არ დაკმაყოფილდა" ,- აღნიშნავს ნინო დარჩიაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ისნის რაიონში. 

"ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრი ნანა მინასია კი ამბობს, რომ "იმ პირობებში, როცა არჩევნების მერე შესაბამისი საბუთები შესაბამის პირობებში არ ინახებოდა, გადათვლას აზრი არ ჰქონდა".

პროცესს აკვირდებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომელთა შენიშვნებიც კომისიის თავმჯდომარე გააღიზიანა და მოგვიანებით სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი