ზურა დათუნაშვილი - საკუთარი ქვეყნიდან დევნილი სპორტსმენის გზა ტრიუმფამდე

გამოქვეყნდა:

ზურაბ დათუნაშვილი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს სერბეთის დროშით აღნიშნავს, ქართველი მოჭიდავე, რომელიც იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა საუკეთესო ფორმაშია, ჯერ ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ოსლოში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე კი ჩემპიონი გახდა.

სახელისუფლებო არხებმა, რომელბმაც დათუნაშვილის გამარჯვების ამბავი ახალი ამბების გვერდზე დადეს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ფოტოს გამოქვეყნებისთანავე წაშალეს. სერბეთში კი ჩემპიონს შესაბამისად დახვდნენ. სერბეთის პრეზიდენტმა ალეკსანდ ვუჩიჩიმა დათუნაშვილს ტრიუმფი მიულოცა.

"ყველა ქართველის ვალია, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი ციხიდან დავიხსნათ. ის ადამიანი არის უდანაშაულო და მას ქვეყნის განვითარებისა და სწორ გზაზე დაყენების გარდა არაფერი გაუკეთებია და თუ ამის გამო უნდა გავასამართლოთ, მაშინ უნდა იჯდეს ციხეში. ვფიქრობ, რომ ყველა ქართველის ვალია, დღეს მიხეილ სააკაშვილი ციხიდან დავიხსნათ",-თქვა ზურა დათუნაშვილმა.

ოსლოში, მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველო ოქროს მედლის გარეშე დარჩა, ასეთ დროს დათუნაშვილის მსგავსი სპორტსმენების დაკარგვის ფუფუნება ქვეყანას არ აქვს თვლის კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონი რამაზ ნოზაძე. მოჭიდავე ამბობს, რომ სპორტის სამინისტრო ვალდებულია ზუსტი დასკვნები გააკეთოს.

2018 წლის დეკემბერში მაშინ ჯერ კიდევ ევროპის ორგზის ჩემპიონსა და საქართველოს ნაკრების კაპიტანს ფიზიკური შეურაცხყოფა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ მიაყენა, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის არაერთი ფაქტი დაიდო, არსებობდნენ თვითმხილველებიც, გამოძიებამ ხელისუფლებასთან დაახლოებული გეგა გეგეშიძე არ დაადანაშაულა და  ნაკრებისა და ქვეყნის დატოვებაც დათუნაშვილს მოუხდა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი