პური 20 თეთრით გაძვირდა და სავარაუდოდ, კიდევ გაძვირდება

გამოქვეყნდა:

პურის ფასმა 20 თეთრით მოიმატა. პურპროდუქტების მწარმოებლებმა ფასი 10 თეთრით გაზარდეს, თუმცა სავაჭრო ქსელები გაზრდილ ფასს მათ მიერ გაწეული ხარჯების შესაბამისად კიდევ უფრო ზრდიან. 

მწარმოებლები ამბობენ, რომ პურზე ფასის ზრდა ფქვილის გაძვირებამ გამოიწვია. 1 ტომარა ფქვილი 62 ლარიდან 72 ლარამდე , 10 ლარით გაძვირდა. ფქვილზე ფასის ზრდას კი, ხორბლის მწარმოებლები ხორბალზე ფასის ზრდით ხსნიან. 

უმძიმესი ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით, ეკონომისტებს კიდევ უარესის მოლოდინი აქვთ. 

პურპროდუქტებისა და ხორბლის მწარმოებლები ფრთხილად, თუმცა მაინც გვეუბნებიან, რომ პურზე ფასის ზრდას სამომავლოდაც უნდა ველოდოთ. მოსახლეობის მიერ სურსათში დახარჯული თანხა თვიდან თვემდე კი სულ უფრო იზრდება, მაშინ, როცა უცვლელი რჩება მათი შემოსავალი. 

ავტორი: ნინიკო გიგაური

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი