ბიზნესებს 6 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების იჯარის გადასახადები და ჯარიმები ეპატიებათ - თურნავა

გამოქვეყნდა:

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ბიზნეს სუბიექტები, რომლებიც 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტის ჩათვლით, სახელმწიფო ქონების იჯარით, ქირით ან მართვის უფლებით სარგებლობდნენ, გადასახადს არ გადაიხდიან.

მისივე თქმით, ბიზნეს სუბიექტებს ასევე ეპატიებათ გადაუხდელობით, ან დაგვიანებით გადახდის გამო დაკისრებული ჯარიმები. 

"პანდემიით დაზარალებულ ბიზნესებს და ადამიანებს, ვინც სარგებლობს სახელმწიფო ქონების იჯარის, ქირის უფლებით ან მართვის უფლებით აქვს გადაცემული სახელმწიფო ქონება. [...] 2020 წლის 21 მარტიდან, 2021 წლის 21 მარტის ჩათვლით, ასეთ სუბიექტებს, ფიზიკურ, იურიდიულ პირებს, ეპატიებათ იჯარის და ქირის გადასახადი. ასევე, გადაუხდელობით ან დაგვიანებით გადახდით ამ პერიოდში დარიცხული ჯარიმა-სანქცია-საურავი", - თქვა ნათია თურნავამ. 

მანვე აღნიშნა, რომ ჯამში დაგროვილი ქირისა და იჯარის გადასახადები 5 მილიონ ლარზე მეტია, ხოლოდ ჯარიმები საერთო ოდენობა დაახლოებით 1 მილიონი ლარი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი