დიზაინერმა და კახა კალაძის მეუღლემ, ანუკი არეშიძემ ინფორმაცია, რომ 2 ოქტომბერს, Balenciaga-ს ჩვენებას ვერ დაესწრო, მხოლოდ ათი დღის შემდეგ, 12 ოქტომბერს გაავრცელა. მან ეს ფოტოები Instagram-სთორიში ატვირთა.
ეს მოხდა მას შემდეგ, რაც 11 ოქტომბერს Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა დემნა გვასალიამ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.
შესაძლოა, ანუკი არეშიძის ეს ქმედება სწორედ იმას მიანიშნებდეს, რომ მან ამ ფორმით დემნა გვასალიას მისამართით პროტესტი გამოხატა.
მოგვიანებით, ანუკი არეშიძემ Instagram-მომხმარებელთან საუბრისას ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში არჩევნები ტარდებოდა.
იხილეთ ასევე: