"თავისუფლება მიშას!" - დემნა გვასალია მესამე პრეზიდენტზე

გამოქვეყნდა:

"Free Misha!"- ცნობილი ქართველი დიზაინერი და "ბალენსიაგას" კრეატიული დირექტორი, დემნა გვასალია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას უერთდება. 

შესაბამისი წარწერა მისივე ხელმოწერით სოცილურ ქსელში "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში მე-11 დღეა შიმშილობს. სოციალურ ქსელში მისი გათავისუფლების მოთხოვნით ორი პეტიცია შეიქმნა, რომელსაც ხელს არაერთი მოქალაქე, მათ შორის მუსიკოსები, მწერლები, მსახიობები და სასულიერო პირები აწერენ. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი