მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი კოსოვოსა და საქართველოს ნაკრებებს შორის საქართველოს გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე პრიშტინაში, ფადილ ვოკრის სახელობის სტადიონზე გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბოლო 9 წელიწადში პირველი შეხვედრა მოიგო და მეოთხე ადგილზე დაწინაურდა, კოსოვოს ნაკრები კი ბოლო ადგილზე დააქვეითა.
გუნდების სასტარტო შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა:
კოსოვო: მურიჩი, ვოევოდა, რაჰმანი, ფაზლი, ალიტი, ალიმი, დრეშევიჩი, სელინა, რაშანი, რაშიცა, მურიქი
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კვეკვესკირი, გვილია, ლობჟანიძე, წიტაიშვილი, კვარაცხელია, ოქრიაშვილი.