არსებული ინფორმაციით, მე-17 ციხეში ცოტა ხნის წინ შევიდა იუსტიციის მინისტრი. ჟურნალისტებს მას შემდეგ ექნებათ შესაძლებლობა დაუსვან მინისტრს კითხვა, შესაძლო ბუნტთან დაკავშირებით.
პენიტენციურმა სამსახურმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია ხანძრის ლოკალიზების შესახებ, თუმცა ადგილზე ამ დრომდე სახანძრო სამსახურის განსაკუთრებული მობილიზებაა.
ხანძარი კი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღის 3 საათისთვის გაჩნდა. პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი სასადილოში გაჩნდა.