ახალი რეგულაციების გამო, მცირე კაფეები და რესტორნები დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ

გამოქვეყნდა:

ორ დღეში ღია კაფეები, ერთ კვირაში კი ბარები და რესტორნები იხსნება - ბიზნესის მფლობელებს ჯანდაცვის სამინსიტროს მიერ შემუშავებული ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ.

ახალი რეგულაციების მიხედვით, ყველა რესტორანი თუ კაფე ვალდებულია, უზრუნველყოს მაგიდის წინასწარი დაჯავშნა. ამას გარდა, ორმეტრიანი დისტანცია დაიცვას მაგიდებს შორის და მომხმარებელს ერთჯერადად, ბეჭდური მენიუ შესთავაზოს.

ახალი რეგულაციებიდან გამომდინარე, რესტორნებსა და კაფეებშიც მაგიდების რაოდენობა მკვეთრად შემცირდება.

სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ახალი რეგულაციების გამო პატარა ზონის კაფეები მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ და არ არის გამორიცხული, რომ უმრავლესობამ მუშაობის გაგრძელება ვეღარ მოახერხოს.

ობიექტებს შეიძლება გახსნის ინტერესი ხარჯებიდან გამომდინარე აღარ ჰქონდეთ. ობიექტების ხარჯები იგივე დარჩა ან გაიზარდა რეგულაციებიდან გამომდინარე და შემოსავალი მინიმუმ, ორჯერ უმცირდებათ. შესაბამისად, მცირე ზომის რესტორნები და კაფეები გადახედავენ თავის პოლიტიკას, გაიხსნას თუ არა, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

კვების ობიექტების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახალი რეგულაციების შედეგად მაგიდების შემცირების გამო მათ შემოსავლები შეუმცირდებათ და ბიზნესი მოგებას ვეღარ მოუტანთ.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი