ეკონომიკის 16,6%-იანი ვარდნა ჩვენი შეგნებული პოლიტიკის შედეგია - ეკონომიკის მინისტრი

გამოქვეყნდა:

ეკონომიკის 16,6%-იანი ვარდნა ჩვენი შეგნებული პოლიტიკის შედეგია, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრი საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიმდინარე წელი მოსახლეობისთვის რთული იქნება.

აპრილში -16,6% ვარდნა მოსალოდნელი იყო და ეს არის ჩვენი შეგნებული პოლიტიკის შედეგი. ამ დროს იყო ზუსტად საგანგებო ვითარება, როდესაც ეკონომიკური საქმიანობა არსებითად შეზღუდული იყო და ეს გაკეთდა შეგნებულად იმისთვის, რომ დაგვეცვა ჩვენი მოსახლეობა ეპიდემიის გავრცელებისგან. მაისი იქნება მძიმე. ივნისიც იქნება მძიმე, მთლიანად წელიწადი არის მძიმე და არ იქნება სახარბიელო, იმიტომ რომ მოსალოდნელი 5%-იანი ზრდის ნაცვლად, მივიღებთ საშუალოდ 5%-იან ვარდნას, - ამბობს თურნავა. 

შეგახსენებთ, რომ საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის აპრილში ეკონომიკა 16.6 პროცენტით შემცირდა. მათივე ინფორმაციით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 16.6 პროცენტი შეადგინა, 2020 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი კი -3.6 პროცენტია.

საქსტატის ცნობით, 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში. ზრდა მხოლოდ სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში დაფიქსირდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი