მცირე ზომის კაფეების მფლობელები შიშობენ, რომ საქმიანობას ვეღარ გააგრძელებენ, - ამის შესახებ კაფეების წარმომადგენლებმა "მთავარ არხს" განუცხადეს. ამბობენ, რომ მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციებით საგრძნობლად შემცირდება მაგიდების და შესაბამისად, მომხმარებლების რაოდენობაც.
რეგულაციების თანახმად, მაგიდებს შორის ორმეტრიანი დისტანცია უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, ექვსი მაგიდიდან რჩება მხოლოდ ორი. ეს, რა თქმა უნდა, დიდი პრობლემაა შემოსავლების თვალსაზრისით. შემოსავალი ბევრად მცირდება, ხარჯები ფაქტობრივად იგივე რჩება, ზოგს ემატება კიდეც და გამოდის, რომ ბევრი მცირე ზომის კაფე მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს, - ამბობს ერთ-ერთი კაფეს წარმომადგენელი.
ღია კაფეები თბილისში ორ დღეში იხსნება. ერთკვირაში კი მუშაობას უკვე დახურული ბარები და რესტორნებიც განაახლებენ.