"კარგად ვერ გააყალბეს" - უგულავას ცნობით, ფოთში კომისიის წევრებს გადადგომის შესახებ განცხადებები დააწერინეს

გამოქვეყნდა:

ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ფოთის რამდენიმე უბანზე  კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს  გადადგომის შესახებ განცხადება დაწერინეს. 

გიგი უგულავას თქმით, მიზეზი გახდა ის, რომ მათ პირველ ტურში "კარგად ვერ გააყალბეს".

"ფოთის მე-14 უბანის კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს და მდივანს; მე-20 უბნის კომისიის თავმჯდომარეს; მე-13 უბნის კომისიის თავჯდომარეს და მე-15 უბნის კომისიის ორ წევრს დააწერინეს განცხადებები გადადგომის შესახებ. მიზეზი - კარგად ვერ გააყალბეს",- წერს გიგი უგულავა Facebook-ზე. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი