5 ივლისს ნაცემი ჟურნალისტები და ოპერატორები | 27 მოძალადე პატიმრობაში რჩება

გამოქვეყნდა:

27 მოძალადე ციხეში რჩება. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა დღეს არ გაათავისუფლეს არცერთი დამნაშავე, რომელიც 5 ივლისს ჟურნალისტებზე მომხდარ სისხლიან თავდასხმაში მონაწილეობდა.

სხვა გადაწყვეტილების მიღება რთულიც იქნებოდა - ბრალდებულებიც და მათი ადვოკატებიც დაცვის იმდენად აბსურდულ ხაზს ირჩევენ, რომ მათი ყველა არგუმენტი აშკარა ფაქტებისა და საღი აზრის მიღმა რჩება.

მოძალადე ახალგაზრდების უფლებადამცველები სხდომათა დარბაზში თავისი დაცვის ქვეშ მყოფთა გამართლებას იმის მიუხედავად ცდილობდნენ, რომ კადრებში, რომლებიც ნაცემმა ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა გადაიღეს, თითოეული მათგანის დანაშული აშკარად ჩანს.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი