ცნობილი ქართველი ოპერის მომღერალი, პაატა ბურჭულაძე არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად სამშობლოში ბრუნდება. ამის შესახებ მან პოსტი Facebook-ზე გამოაქვეყნა და თქვა, რომ 30 ოქტომბრისთვის სამშობლოში ბევრი ქართველი ბრუნდება.
"მოვფრინავ საქართველოში. არჩევნებისთვის ბევრი ემიგრანტი მოფრინავს.
თავისუფლების დროა", - წერს პაატა ბურჭულაძე.
ცნობისთვის, ემიგრანტებს მიმართა ციხეში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა და სთხოვა, თვის ბოლოსთვის 1 კვირით მაინც დაბრუნდნენ ქვეყანაში.