ჩემი პირადი განცდაა, რომ საქართველოში დიდი ჰესების დრო დასრულებულია - ღარიბაშვილის მრჩეველი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა და EIB-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა Forbes Talks-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი პირადი შეფასებით, საქართველოში მსხვილი ჰესების მშენებლობის პერიოდი დასრულებულია.

"ჩემი პირადი განცდაა, რომ საქართველოში დიდი ჰიდროენერგეტიკული პროექტების დრო დასრულებულია. ამას ვამბობ, იქიდან გამომდინარე, რაც ხდება ქვეყანაში და რამდენად დიდია ადგილობრივი წინააღმდეგობა ამ ტიპის პროექტების მიმართ. პოტენციურად, მომავალს ვხედავ უფრო მცირე ზომის ჰიდროენერგოსადგურების მშენებლობაში და ასევე განახლებადი ენერგიების განვითარებაში - განსაკუთრებით, მზისა და ქარის ენერგიების მიმართულებით. ამისთვის დაგვჭირდება სისტემური ბალანსის მიღწევა. დიდი პროექტი, რომელშიც მეც ვარ ჩართული, დღეს ეხება ენერგიის შენახვის სისტემის განვითარებას საქართველოში, რომელიც იქნება დივერსიფიცირებული", - ამბობს ვაზილ ჰუდაკი.

ჰუდაკი ღარიბაშვილის სპეციალურ მრჩევლად, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, მაისში დაინიშნა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი