ზესტაფონის მონაკვეთზე მატარებელი რამდენიმე საათია გაჩერებულია - მგზავრები

გამოქვეყნდა:

ზესტაფონის მონაკვეთზე თბილისი-ბათუმის მატარებლის მოძრაობა გაჩერებულია. ამის შესახებ "მთავარ არხს" ინფორმაცია მატარებელში მყოფმა პირებმა მიაწოდეს. მათი ინფორმაციით, მიზეზი სავარაუდოდ, ძაბვის ვარდნაა. მათივე თქმით, მოძრაობა უკვე რამდენიმე საათია გაჩერებულია და არ იციან როდის შეძლებენ მგზავრობის გაგრძელებას.

"მთავარი არხის" ვებგვერდი დეტალების გარკვევას რკინიგზაში ცდილობს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი