საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმი, ზურაბ ფაღავა ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი მულტიპროფილურ მონიტორინგსა და კონტროლს საჭიროებს.
ექიმი ამბობს, რომ კონსილიუმის წევრმა ექიმებმა ამ შეფასებას ხელი გუშინ მოაწერეს.
"ჩვენ შევაფასეთ პაციენტის მდგომარეობა, რომელიც იყო უარესი, ვიდრე წინა. შიმშილობა ეს არის მულტიორგანული საფრთხისშემქმნელი სიტუაცია, შესაბამისად ის საჭიროებს მულტიპროფილურ მონიტორინგს და კონტროლს. კონსილიუმის წევრებმა ყველამ მოვაწერეთ ხელი",- ამბობს ექიმი ზურაბ ფაღავა.
ექიმის ამ განცხადებით ირკვევა, რომ იუსტიციის მინისტრი ბრეგაძე ტყუის, როდესაც ამბობს, რომ გუშინდელ კონსილიუმზე სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის ციხეში უკვე 24 დღეა შიმშილობს.