ერთი სიტყვაც არ თქმულა სამოქალაქო კლინიკაზე. ტყუილს მოკლე ფეხი აქვს - მინისტრი ბრეგაძე

გამოქვეყნდა:

იუსტიციის მინისტრი კატეგორიულად გამორიცხავს მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესაძლებლობას. რატი ბრეგაძე ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მესამე პრეზიდენტის პირადმა ექიმმა რამდენიმე საათის წინ, ციხიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა: 

"მოვისმინე ნიკოლოზ ყიფშიძის კომენტარი, რომლის თანახმადაც თითქოს ჩემთან შეხვედრაზე საუბარი იყო პატიმარ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე და თითქოს ამაზე ვმსჯელობდით.

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეს არის სიცრუე!

ექიმების ჯგუფთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მაგრამ ერთი სიტყვაც არ თქმულა სამოქალაქო კლინიკაზე.

ტყუილს მოკლე ფეხი აქვს. დანარჩენზე მერე ვისაუბრებთ." წერს ბრეგაძე ფეისბუქში.

რუსთავის მე-12 დაწესებულებაში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა ექიმების მრავალპროფილური ჯგუფი. მათ პენიტენციური დაწესებულება კომენტარის გარეშე დატოვეს. ნიკოლოზ ყიფშიძემ კი განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ციხის საავადმყოფოში მკვლელობის ტოლფასია, ხოლო ექიმებმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ ის სწორედ საავადმყოფოში უნდა გადაიყვანონ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი