"მთავარი არხის" ინფორმაციით, არჩევნებამდე 5 დღით ადრე, ზუგდიდში თბილისიდან და სხვადასხვა რეგიონებიდან 30-მდე ე.წ. კუნთმაგარი ბიჭი ჩაიყვანეს და სასტუმროში დააბინავეს.
კონკრეტულად რა დავალება მიიღეს არ ამბობენ, მაგრამ ამბობენ, რომ მათი მთავარი მიზანი "მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" დასრულებაა".
ზოგი კი ამბობს, რომ სამეგრელოში სტუმრადაა, ზოგი - "დასათვალიერებლად"
"ნაციონალები არიან ჯალათები, თქვენ ხართ ჯალათები, ნიკა გვარამია არის ჯალათი. მიშა უნდა დავასრულო და ნაციონალური მოძრაობა, მე პირადად",-ამბობს ერთ-ერთი მათგანი
"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი, მამუკა წოწერია კუნთმაგარი ბიჭების ნათქვამს იმეორებს და ეს მას უხერხულობას არ უქმნის.
"ძალიან ბევრი მხარდამჭერია სხვადსხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული, რომლებიც პირადად მიცნობენ, პირადად მგულშემატკივრობენ, აქედან გამომდინარე ვერ გეტყვით რომელ ლოკაციაზე და ვისზე საუბრობთ",- ამბობს მამუკა წოწერია.
"ნაციონალურ მოძრაობას დავამთავრებთ დიახ და ეს ადამიანები ვინ არიან არ ვიცი" - აცხადებს სოზარ სუბარი, რომელიც ასევე სამეგრელოშია ჩასული
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ხელისუფლებას სპორტსმენების, ე.წ. ძველი ბიჭების ჯგუფი ჰყავთ ჩამოყვანილი და მათს გამოყენებას არჩევნების დღეს აპირებენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მიმდინარე ფაქტებზე ინფორმაციას ეუთო/ ოდირის სადამკვირვებლო მისიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწვდენენ.
ავტორი: ემა გოგოხია