
2021 წლის III კვარტალში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა, ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. (RPPI) ინდექსის წლიურმა ზრდამ 8.9% შეადგინა, რაც, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ფასები 6.2%-ითაა გაზრდილი.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კერძო სახლების ფასები 13.5%-ით, ბინების კი - 7.3%-ით გაიზარდა.
დედაქალაქის ყველაზე ძვირადღირებული უბნები მთაწმინდა, ვაკე და საბურთალოა, ყველაზე იაფი - ნაძალადევი, ისანი და სამგორი.

გასათვალისწინებელია ის, რომ უძრავი ქონების ფასები ბაზარზე, ძირითადად, დოლარში დგინდება, ხოლო ფასების ინდექსი ლარში გამოითვლება.
2020 წლის III კვარტალში (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) ლარის გაცვლითი კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებით საშუალოდ 3.10 იყო, ხოლო 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში 3.11 ლარია.
საცხოვრებელი ბინის ფასები დოლარში:
ასევე შეგახსენებთ, 2020 წლის III კვარტალში ინფლაციის დონე 4.7%-ს შეადგენდა, 2021 წელს კი ინფლაცია 12.3%-ს აღწევს.