"ან ჩემი სიკვდილი, ან ჩემი თავისუფლება... უარს ვაცხადებ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე" | მიხეილ სააკაშვილის მიმართვა

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უფლებადამცველმა ნიკა გვარამიამ, მიხეილ სააკაშვილის განცხადება წაიკითხა. ნიკა გვარამია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის განცახადება კატეგორიულია და მესამე პრეზიდენტით ხაზგასმით აცხადებს უარს გლდანის ციხეში გადაყვანაზე. 

ნიკა გვარამია ამბობს, რომ გლდანის ციხეში გადაყვანის შემთხვევაში არა იმდენად მის ჯანმრთელობას ემუქრება საშიშროება, რამდენადაც მის უსაფრთხოებას. 

ადვოკატი ნიკა გვარამია ამბობს, რომ "ჩვენ არ დავუშვებთ მის გადაყვანას ე.წ. იმიტირებული ბუნტებისთვის მიხეილ სააკაშვილის გამეტებას. ის ან იქნება აქ, ან იქნება სამოქალაქო კლინიკაში".

"როგორიც არ უნდა იყოს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე უარს ვაცხადებ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე და მირჩევნია, დავრჩე იქ, სადაც ახლა ვიმყოფები, სანამ ამ სიტუაციას არ დაასრულებს ან ჩემი სიკვდილი, ან თავისუფლება. ნებსმიერი სიტუაციაში უარს ვაცხადებ გლდანის ციხეში ჩემს გადაყვანაზე",- ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ადვოკატებით თქმით, გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის შემთხვევაში იგეგმება ე.წ. ციხის ბუნტი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი