ჩვენი ინფორმაციით, იგეგმება იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციით - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა დაუშვებელია, უსაფრთხოებაა - ამის შესახებ საგანგებო განცხადება დღეს მისმა ადვოკატებმა გააკეთეს. ნიკა გვარამია იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომლის შესახებაც ინფორმაცია მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველებს აქვთ:

"ჩვენი ინფორმაციით, ციხის საავადმყოფოში გადაყვანა იქნება პირდაპირ უსაფრთხოების პრობლემების შემცველი და ეს პრობლემები იქნება იმიტირებული ჩვენი ინფორმაციით, ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლების მიერ. იქნება ე.წ. იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციით, ესეთი ინფორმაცია გვაქვს ჩვენ" - ამბობს ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ციხის საავადმყოფოში უკვე "შეყვანილია რამდენიმე სპეცდანიშნულების პატიმარი, რომელიც ამაზე იზრუნებს".

ნიკა გვარამია მიმართავს სახალხო დამცველს პროცესში ჩაერთოს და მესამე პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანის საქმეს მონიტორინგი გაუწიოს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი