კონტროლის გარეშე დახარჯული ათეულობით მილიონი ლარი

გამოქვეყნდა:

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მეორე წელია ტენდერების გარეშე, სავარაუდოდ, კორუფციული გარიგებებით იფლანგება - ვკითხულობთ ორგანიზაცია ''საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს'' მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყნის 54 მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად რამდენიმე ათასი კონტრაქტი ფორმდება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ყოველწლიური ბიუჯეტი 40 მილიონი ლარია.  

ეს შეიცავს ძალიან მნიშვნელოვან კორუფციულ რისკებს. დღეს უკვე ფაქტიურად ხელისუფლება აძლევს მათ საშუალებას, რომ 40 მილიონი დახარჯონ ტენდერის გარეშე, რაც არის პრობლემა და, რა თქმა უნდა, ეს მიანიშნებს, რომ ისინი არ ზრუნავენ იმაზე, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამჭვირვალედ დაიხარჯოს თანხები, - ამბობს ''საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს'' აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ფულის ხარჯვის ასეთი ფორმით ქვეყანაში ახალი, მავნე და კანონთან შეუსაბამო პრაქტიკა მკვიდრდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი