დაშინებით, მოტყუებით და მოსყიდვით აგროვებენ პირადობებს... ტყუილად ირჯებით, არჩევნებს არ მოგაპარინებთ - კობა ნაყოფია 

გამოქვეყნდა:

"მეგობრებო, ტყუილად ირჯებით, არჩევნებს არ მოგაპარინებთ" - ასე ეხმაურება სენაკის მერობის კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობიდან" კობა ნაყოფია სენაკში ოპოზიციის ამომრჩევლისთვის პირადობის მოწმობების თანხის სანაცვლოდ ჩამორთმევის ფაქტს. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ სენაკში მომხდარი ინციდენტის ფიგურანტები "ქართული ოცნების" აქტივისტები და საარჩევნო კომისიის ოჯახის წევრები არიან. ასათიანის ქუჩაზე კი პარტიულ დავალებას ასრულებდნენ. 

"მოსახლეობამ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ დაიწყეს აგროვება პირადობის მოწმობების, თან იციან ზუსტად, რომ ეს ადამიანები ოპოზიციის კანდიდატს აძლევენ ხმას. ცდილობენ მათი დაშინებით, მოტყუებით, მოსყიდვით ააგროვონ პირადობის მოწმობები, რომ ეს ადამიანები ხვალ არ გამოცხადნენ არჩევნებზე. მე მინდა, დავარწმუნო თითოეული სენაკელი, რომ თითოეულ სენაკელს დავიცავთ და დავიცავთ მათს ხმას. მეგობრებო, ტყუილად ირჯებით, არჩევნებს არ მოგაპარინებთ",- ამბობს კობა ნაყოფია.

ცნობისთვის, სენაკში, "მთავარი არხის" გადაღებ ჯგუფს "ქართული ოცნების" წამომადგენლები თავს დაესხნენ. არხის კორესპონდენტის, ემა გოგოხიას თქმით, ასათიანის ქუჩაზე ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების წართმევის ფაქტს იღებდნენ.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი