ხმაური ბათუმში 22-ე საუბნო კომისიაში - "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა კომისიის თავმჯდომარეს ჯიბეში გაორებული სამაგიდო სიები აღმოუჩინეს.
პარტიის წევრების თქმით, სიებში ერთი და იგივე ამომრჩეველი რამდენჯერმე იყო ნახსენები.
სიები ენმ-ის წევრებმა კომისიის თავმჯდომარეს ჯიბეში უპოვეს და ამოაღებინეს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე