ეტყობა დილის საათებიდან, რომ დაძაბულობა იქნება ბათუმის ყველა საარჩევნო უბანზე - გიორგი კირთაძე

გამოქვეყნდა:

ბათუმში მე-9 საარჩევნო უბანზე პროცედურული დარღვევა დაფიქსირდა - უბანი რამდენიმე წუთის დაგვიანებით გაიხსნა. კომისიის თავმჯდომარემ ბიულეტენები კომისიის წევრების გარეშე გახსნა, რასაც ხმაური მოჰყვა. 

საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა ბათუმის მერობის ოპოზიციის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ. როგორც მან აღნიშნა, ახლა მთავარი დაცვა გაყალბებისგან მოსახლეობის მაღალი აქტივობაა. 

"აშკარად ეტყობა დილის საათებიდან, რომ დაძაბულობა იქნება ბათუმის ყველა საარჩევნო უბანზე, 47-ე უბანზე ცოტა ხნის წინ იყო დაძაბულობა, მე-12, მე-9, მე-17 უბანი- ის უბნებია, სადაც "ქართული ოცნება" ცდილობს, არ მისცეს ჩვენს წარმომადგენლებსა და კომისიის წევრებს ნორმალურად მუშაობის საშუალება. ყველას მოვუწოდებ, უნდა მივიდეთ არჩევნებზე. თუ მივდივართ არჩევნებზე, ბიძინა ივანიშვილს რჩება ნაკლები საშუალება, რომ გააყალბოს",- ამბობს გიორგი კირთაძე. 

ცნობისთვის, აჭარაში ბათუმის პარალელურად მეორე ტური ხელვაჩაურშიც ტარდება, სადაც ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატები უპირისპირდებიან. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი